02:20 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-11 15:42:59, 3062 ნახვა

რეგიონი
ხელმძღვანელმა პირებმა ხანძრით დაზარალებული ოჯახი მოინახულეს

შუახევის მერის პირველმა მოადგილე ომარ ტაკიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძემ, სოფელ გოგაძეებში ხანძრის შედეგად დაზარალებული დავით თურმანიძის ოჯახი მოინახულეს და პირველადი მოხმარების ნივთები და სურსათი მიუტანეს.

თურმანიძეების სოციალურად დაუცველი ოჯახი 11 წევრისგან შედგება, მათ შორის 2 მცირეწლოვანია. დაზარალებულები, მერიამ დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყო.

უახლოეს დღეებში ოჯახს პროგრამით გათვალისწინებული, შესაბამისი ფინანსური დახმარება გაეწევა აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან. ხანძარი, გოგაძეებში 5 სექტემბერს მოხდა, რის შედეგად თურმანიძის საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობა დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაზიანებულა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics