|
2020-09-11 15:34:23, 2687 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოში ლაბორატორიების მოცულობები მნიშვნელოვნად გაიზარდა
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, შემოდგომამდე საქართველოს ჯანდაცვის როგორც ჰოსპიტალურ, ასევე პირველად დონეზე არაერთი სამუშაო განხორციელდა. მისივე თქმით, მნიშვნელოვნად გაიზარდა მოცულობები ლაბორატორიის მიმართულებით. „დღეს დაფიქსირდა ბოლო 7 თვის მანძილზე კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებლი და ეს არის 87 ინფიცირებული. თუმცა, ჩვენ არაერთხელ ვსაუბრობდით იმასთან დაკავშირებით, რომ შემოდგომის დადგომასთან ერთად იყო იმის მოლოდინი, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდებოდა. ამას, რა თქმა უნდა, თან ახლდა ყველა იმ შეზღუდვების მოხსნა, რომელიც ასევე იყო შეთანხმებული როგორც ეპიდემიოლოგებთან, ასევე კლინიკურ ჯგუფთან და ეს იყო ჩვენთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იმისთვის, რომ მოგვეხდინა ეკონომიკისთვის გარკვეული საშუალებების მიცემა და ესეც ვთვლი, რომ იყო მნიშვნელოვანი. ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი სამუშაო ჩავატარეთ და ისევე როგორც ჰოსპიტალურ სექტორში, ასევე პირველადი ჯანდაცვის დონეზე. მნიშვნელოვნად გაიზარდა მოცულობები ლაბორატორიის მიმართულებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რათა ჩვენ მოვმზადებულიყავით უკვე შემოდგომისთვის და ზამთრის იმ პერიოდისთვის, როდესაც ჩვენ კიდევ ერთხელ ველოდებით ინფიცირებულების რაოდენობის ზრდას. სწორედ აქედან გამომდინარე იქნა მიღებული დღევანდელი გადაწყვეტილებები, ერთობლივად შეჯერებული და მოხდა სწავლის გადავადება მხოლოდ დიდ ქალაქებში. ეს დამყარებულია იმაზე, რომ დიდ ქალაქებში მობილობა არის ბევრად უფრო მაღალი და ასევე აქ ჩვენ გვაქვს ინტერნეტიზაციიდან გამომდინარე სწავლა დაიწყოს ჰიბრიდული მეთოდით, რათა შესაბამისად, არ მოხდეს სწავლის პროცესზე გარკვეული შეყოვნებები. ამასთან დაკავშირებით ჩვენ დამატებით ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)