13:39 - 20 Aug, 2026
|
2020-09-11 11:22:31, 2502 ნახვა
კომენტარი
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული - ქუთაისის დაკეტვა არ განიხილება
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად ქუთაისის დაკეტვა არ განიხილება. მისივე თქმით, ეპიდემიოლოგებმა გუშინ იმერეთის მასშტაბით კორონავირუსზე 567 ტესტი აიღეს. „ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ პირველ რიგში იმ ადამიანებზე, ვისაც კონტაქტი ჰქონდა აჭარასთან ბოლო ორი კვირის განმავლობაში და იმ პედაგოგებზე, რომლებიც იყვნენ აჭარაში. არანაირად არ განიხილება ქუთაისის დაკეტვა“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 28 ქუთაისს უკავშირდება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)