|
2020-09-10 16:19:16, 3417 ნახვა
რეგიონი
ქვეშის ციხემდე მისასვლელი გზის მოწყობის ისტორიული პროექტი დასრულდა
ბოლნისის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი მოწესრიგებული ტურისტული ლოკაცია შეემატა. სოფელ ქვეშში, ქვეშის ციხემდე მისვლა დამთვალიერებლებს ახლა უკვე მოწესრიგებული გზით შეეძლებათ. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში ციხემდე მისასვლელი გზა სრულად მოეწყო. 100 გრძივ მეტრზე ასფალტის საფარი დაიგო, ხოლო 485 გრძივი მეტრი ადგილობრივი ბაზალტით მოიკირწყლა. ობიექტზე დამონტაჟდა გარე განათებები და რკინის მოაჯირები. პროექტის სრულმა ღირებულებამ 595 000 ლარი შეადგინა. შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად გაეცნო. ისტორიული მნიშვნელობის პროექტი „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. ,,რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ, ქვეშის ციხემდე მიმსასვლელი გზის მშენებლობა დასრულდა. ვიზიტორებს ისტორიულ ძეგლამდე მისვლა, ახალა უკვე კომფორტული ქვაფენილიანი გზით შეუძლიათ. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი, ვინაიდან მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებას აქტიურად შეუწყობს ხელს. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მასალად ადგილობრივი ბაზალტია გამოყენებული, რაც მუნიციპალიტეტში მოქმედ საწარმოებს უფრო მძლავრად მუშაობის საშუალებას აძლევს და ამით ადგილობრივი ეკონომიკაც ვითარდება. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ კუთხით კიდევ არაერთი საინტერესო პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)