|
2020-09-09 20:17:43, 3536 ნახვა
კომენტარი
თეა წულუკიანი - ერთი წლის წინ იუსტიციის სამინისტრომ ნაციონალები „რუსთავი 2“-დან განდევნა
„ერთი წლის წინ იუსტიციის სამინისტრომ ნაციონალები „რუსთავი 2“-დან განდევნა“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ნოტარიუსის პალატის გახსნაზე განაცხადა. მან ასევე ისაუბრა ახალი ნოტარიუსთა პალატის მნიშვნელობასა და ფუნქციებზე. „ჩვენ დღეს ძალიან დიდი დღე გვაქვს ნოტარიუსთა პალატაში, რადგან ვხსნით თბილისში ჯავახიშვილის ქუჩაზე ნოტარიუსთა პალატას, რომელიც დღეიდან უკვე წერტილს დაუსვამს სადგურის მოედანზე სამთო ქიმიაში შეყუჟულ ნოტარიუსთა პალატის იმ ერთ ხანას, როდესაც ისინი იქ საქმიანობდნენ. სასწავლო ცენტრიც აქ იქნება. ის მოქალაქეები ვისაც სჭირდება კონსულტაცია აქ მობრძანდებიან და თანამედროვე სტანდარტების მომსახურებას მიიღებენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თბილისის ამ ისტრიული უბნის ძველი სახე შევინარჩუნეთ. ვიმუშავეთ მის გალამაზებაზე. და ნოტარიუსთა პალატა რომელიც არის მსოფლიოში ლათინური ნოტარიატის წევრი არცერთ სხვას ტოლს არ დაუდებს, შესაბამისად მოქალაქეები უფრო კარგად მიიღებენ მომსახურებას ერთი წლის წინ იუსტიციის სამინისტრომ ნაციონალები „რუსთავი 2“-დან განდევნა, დასრულდა ნიკა გვარამიას და მიხელ სააკაშვილის მმართველობის ხანა, მათ სტრასბურგში საქმე წააგეს და „რუსთავი 2“ გადაეცა მის კანონიერ მფლობელს“ , - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)