16:29 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-14 13:48:10, 595 ნახვა

საზოგადოება
სოზარ სუბარი სამღერეთის საშუალო სკოლას ესტუმრა და მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მოულოცა

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, ქვემო ქართლში სოფელ სამღერეთის საშუალო სკოლას ესტუმრა.

მინისტრმა მოსწავლეებს და მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება პირადად მიულოცა.

„სკოლებში დღეს საზეიმო განწყობაა: იწყება ახალი სასწავლო წელი, მინდა ყველა მოსწავლეს და მასწავლებელს ნაყოფიერი სასწავლო წელი ვუსურვო, ხოლო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ზოგადი განათლების მთელ სისტემას კი - წარმატებული რეფორმა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. 

სამღერეთის საშუალო სკოლას 89 მოსწავლე ჰყავს, საიდანაც 75 ეკომიგრანტია. სოფელ სამღერეთში სულ 100 ეკომიგრანტი ოჯახი ცხოვრობს.

2015 წლის 28 აპრილს სოფელ სამღერეთში გაიხსნა და ექსპლუატაციაში შევიდა ახალი თანამედროვე სტანდარტების მქონე სკოლის შენობა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სპორტული დარბაზით, სამედიცინო კაბინეტით, სპეცკლასებით, ასევე ახალი სასკოლო ინვენტარით.

სკოლას ჰყავს 29 პედაგოგიდან 5 სერთიფიცირებული, ამათგან ორ პედაგოგს მოპოვებული აქვს ორი საგნის სერთიფიკატი და სწორედ ეს არის ნიშანი იმისა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში სკოლას ჰყავს ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში, კერძოდ ბიოლოგიაში ორგზის გამარჯვებული მოსწავლე ნიკა ირემაძე, ასევე სკოლას მნიშვნელოვანი წარმატებები და მიღწევები აქვს სხვადასხვა კონკურსებში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics