|
2020-09-05 20:07:56, 19223 ნახვა
ომი უკრაინაში
ცერცვაძე - მატება, რომელიც აჭარაში დაფიქსირდა, განგაშის საფუძველს არ იძლევა
"ეს გარკვეული მატება, რომელიც აჭარაში დაფიქსირდა, განგაშის საფუძველს არ იძლევა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის მიკროაფეთქებები არ გასცდენია იმ ზღვარს, რომ ვირუსის ფართო გავრცელებაზე ფიქრის საფუძველი შექმნილიყო. „ეს გარკვეული მატება, რომელიც აჭარაში დაფიქსირდა, განგაშის საფუძველს არ იძლევა. ეს გარდაუვალია, როდესაც კოვიდის პანდემიის გარემოცვაში ვცხოვრობთ, როდესაც მთელ მსოფლიოში ახალი შემთხვევების რაოდენობა იზრდება, როდესაც მთელ სამეზობლოში ვერაფრით ვერ მიაღწიეს ინფექციის კლებას. მე ყურადღებით ვაკვირდები და ეს მიკროაფეთქებები და ლოკალურ მატებები არ გასცდენია იმ ზღვარს, რომლის შემდეგაც ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ქვეყანაში ფართო გავრცელებას ექნება ადგილი. საქართველომ, სხვა ქვეყნებთან შედარებით, კოვიდთან ბრძოლაში დიდ წარმატებას მიაღწია როგორც შემთხვევების სიმცირის, ისე გარდაცვლილთა სიმცირის მხრივ, ევროპაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს საქართველოს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)