15:45 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-04 20:13:31, 3250 ნახვა

სამართალი
თეონა თამაზაშვილი - არანაირი თვითმკვლელობა არაა, არ ვენდობი გამოძიებას და დადგება დღე, როცა სამართალი იზეიმებს

„არანაირი თვითმკვლელობა არაა, არ ვენდობი გამოძიებას და დადგება დღე, როცა სამართალი იზეიმებს“ , - ამის შესახებ ბაჩალიაშვილის დედამ პროკურატურის მიერ გავრცელებული კადრების შემდეგ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ითხოვს ფედერალური ბიუორსგან მოსული საპასუხო წერილის ნახვას.

„არანაირი თვითმკვლელობა არაა. თვითმკვლელობას იძიებდნენ თვენახევარი? დამიდონ სატელიტების ჩანაწერები, იდგა თუ არა ის მანქანა იქ და რა წერილი მისწერა პროკურატურამ FBI-ს. იქნება სულაც მისწერეს, რომ თვითმკვლელობაა და იმიტომ არ ერთვება FBI. მაინტერესებს ფედერალური ბიუროს პასუხი.

დადონ ის ფლეშკები, რაშიც არის ყველაფრის პასუხი. ყიდულობს გასახდომ ჩაისაც და მედიკამენტებსაც, იქნება ვინმემ დაავალა და იძულების წესით იყიდა. არანაირი თვითმკვლელობა არაა, არ ვენდობი გამოძიებას და დადგება დღე, როცა სამართალი იზეიმებს“,-  განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ გაავრცელა კადრები, სადაც აღბეჭდილია, როგორ ყიდულობს აფთიაქში თამარ ბაჩალიაშვილის სხვადასხვა სახის მედიკამენტებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics