14:51 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-03 18:24:12, 2318 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ლიდერები ძამას ხეობაში გზის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ

ძამას ხეობაში აქტიურად მიმდინარეობს ადგილობრივი მნიშვნელობის, ყინწვისი-გვერძინეთი-ტყემლოვანის 16 კმ-მდე  საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის დასრულებაც სექტემბრის ბოლოს იგეგმება, - სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ხაშური-ქარელის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა დუგლაძე.

მდინარე ძამაზე ახალი სახიდე გადასასვლელი, საყრდენი კედლები და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურა შენდება.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 14,5 მილიონი ლარია. სამუშაოებზე დასაქმებულია 100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, ადგილობრივი მცხოვრებლები.

„ქართული ოცნების" ლიდერებმა ხაზი გაუსვეს პროექტის მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ როგორც სახელმწიფოებრივი, ისე ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება, რაც ადგილობრივების დასაქმებას და მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics