|
2020-09-03 15:33:02, 5394 ნახვა
კომენტარი
კობახიძე - რუსეთს არ ახარებს საქართველოს წარმატება და ამის შედეგია, რა თქმა უნდა, დეზინფორმაციების გავრცელებაც
„რუსეთს არ ახარებს საქართველოს წარმატება და ამის შედეგია, რა თქმა უნდა, დეზინფორმაციების გავრცელებაც“ , - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ბრძოლის ერთ-ერთი იარაღი დეზინფორმაციაა, რომელსაც აქტიურად იყენებს. „რაც შეეხება რუსი დეპუტატის განცხადებას, არასერიოზულია და შესაბამისად, ამაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ფაქტი, ბუნებრივია, საჭიროებს გამოძიებას და იმედი გვაქვს, იქნება სათანადოდ გამოძიებული. რაც შეეხება,ზოგადად, რუსეთის ქმედებებს, ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის ცალსახა და ეს ყველასთვის ცნობილია. რუსეთს არ ახარებს საქართველოს წარმატება და ამის შედეგია, რა თქმა უნდა, ეს განცხადებები. სამწუხაროდ, რუსეთისთვის დეზინფორმაცია არის ბრძოლის ერთ-ერთი იარაღი. ბუნებრივია, ამ დეზინფორმაციას ჩვენ დავუპირისპირებთ სიმართლეს და სწორ ინფორმაციას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ რუსეთის დუმის დეპუტატმა განაცხადა, რომ ქიმიური ნივთიერება, რომელითაც ნავალნი არის მოწამლული, საქართველოში აშშ-ს დაკვეთით მზადდება.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)