|
2020-09-03 12:43:07, 2727 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი - რეკომენდაციების დარღვევის შემთხვევაში, დაიხურება სკოლები და მოხდება ყველა სანიტარული ნორმის გადახედვა
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სახელმწიფოს მიზანი არ არის საჯარიმო სანქციების განხორციელება სკოლების, მასწავლებლების, მოსწავლეების ან მშობლების მიმართ. როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რეკომენდაციების დარღვევის შემთხვევაში სახელმწიფოს ექნება მყისიერი რეაგირება და საჭიროების შემთხვევაში დაიხურება სკოლებიც. „არაერთხელ, ჩემს კომუნიკაციაში, ვეცადე განმემარტა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, პირველ რიგში, საკუთარი პასუხისმგებლობა ავიმაღლოთ და რეკომენდაციებიც აღმოჩნდეს საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ სწორად ვითანამშრომლოთ და ვისწავლოთ კოვიდთან თანაცხოვრება. რა თქმა უნდა, ამ ეტაპისთვის, ეს ყველაფერი არის სარეკომენდაციო ხასიათის, ვინაიდან, ჩვენი მიზანი არ არის საჯარიმო სანქციების განხორციელება, არც სკოლებზე, არც მასწავლებლებზე, არც მოსწავლეებსა და არც მშობლებზე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთა გარკვეული გადაცდომები, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება მყისიერი რეაგირება, რათა ჩვენი ბავშვები უსაფრთხო გარემოში განაგრძობდნენ სწავლას. რეაგირება იქნება შემდეგი, რომ საჭირო შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დაიხურება სკოლა, მოხდება ყველა სანიტარული ნორმის გადახედვა და აღსრულება. გაეცემათ მათ დამატებითი რეკომენდაციები და ასევე, ჩაუტარდებათ დამატებითი ტრენინგები და შემდეგ მიეცემათ უკვე სწავლის განახლების საშუალება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)