|
2020-09-03 12:01:45, 2601 ნახვა
საზოგადოება
1169 გამოკვლეულ მებაჟე ოფიცერს კორონავირუსი არ დაუდგინდა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 1169 გამოკვლეულ მებაჟე ოფიცერს კორონავირუსი არ დაუდგინდა. მათივე ცნობით, ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან კოორდინირებით კორონავირუსზე სრული ტესტირების პროცესი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. „ახალ კორონავირუსზე რისკ ჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, დადგენილი წესისა და პერიოდულობის გათვალისწინებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტების: ,,სადახლო სარკინიგზო", ,,სარფი", ,,ლაგოდეხი", ,,ვალე", „ნინოწმინდა'', ,,მტკვარი", ,,ყაზბეგი", ,,კარწახი'', ,,გარდაბანი", ,,კარწახი-ახალქალაქი სარკინიგზო", ,,ბათუმის პორტი", ,,თბილისის აეროპორტი", ,,ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის", ასევე ,,თბილისის, ფოთისა და თბილისის აეროპორტის გაფორმების ეკონომიკური ზონების" 1169 მებაჟე ოფიცერს გამოკვლევა ჩაუტარდა. ამასთან, მიზნობრივი ტესტირება ჩაუტარდათ საბაჟო დეპარტამენტის - საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს თანანამშრომელთა სრულ შემადგენლობას. კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ დაუფიქსირდა. ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ნიმუშების პასუხები ,,COVID-19"-ზე უარყოფითია“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)