|
2020-09-02 15:34:34, 2921 ნახვა
საზოგადოება
ლილუაშვილი 200-ლარიან დახმარებაზე - დღეს ვრიცხავთ დაახლოებით, 200 000 ბავშვის დახმარებას და ეს გაგრძელდება ამ კვირის განმავლობაში
დღეის მდგომარეობით, 18 წლამდე ბავშვების დახმარების პროგრამის ფარგლებში, სადაც სახელმწიფო, 18 წლამდე ბავშვებისთვის გასცემს 200 ლარიან კომპენსაციას, დარეგისტრირდა 857 000 ბავშვის მონაცემი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პრემიერის დავალებით, დღეიდან უკვე დაიწყო გაცემის პროცედურა და თითოეულ ამ ბავშვს, შესაბამის ანგარიშზე, რომელიც მისმა მშობელმა, მეურვემ, შესაბამის სისტემაში მიუთითა, 200 ლარიანი დახმარება ჩაერიცხება. „პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეს პროცესი ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და ერთი კვირის შემდეგ დასრულდება. დღეს უკვე ჩვენ ვრიცხავთ, დაახლოებით, 200 000 ბავშვის დახმარებას და ეს გაგრძელდება, როგორც უკვე აღვნიშნე, ამ კვირის განმავლობაში. აღნიშნული კომპენსაციები უნდა გაიცეს მანამდე, სანამ სასწავლო პროცესი დაიწყება. სწორედ ამას უკავშირდება, პრემიერი მიერ გაცემული, ერთ კვირიანი დავალება. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ ოჯახებს, დაიკმაყოფილონ ბავშვის სწავლის პროცესთან დაკავშირებული საჭიროებები. რეგისტრაციის პროცესი მიმდინარე წლის 1-ლ დეკემბრამდე გრძელდება. შესაბამისად, ვინც დამატებით, აღნიშნულ პერიოდამდე დაარეგისტრირებს ბავშვის მონაცემებს და კომპენსაციის მიღებას მოითხოვს, მასაც აუცილებლად ჩაერიცხება მომდევნო პერიოდის განმავლობაში“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)