|
2020-09-02 11:31:11, 3149 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სადაც ათ კაცზე მეტი იკრიბება, კონტროლი უნდა გამკაცრდეს
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, თავშეყრის ადგილებზე კონტროლის მექანიზმები უნდა გამკაცრდეს. მისი თქმით, კორონავირუსისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალება სოციალური დისტანცირება და პირბადეა. „16 აპრილის შემდეგ დღეს კორონავირუსის ყველაზე მაღალი მონაცემი გვაქვს. მართალია, ამ მატების ძირითადი წყარო საკონდიტრო მაღაზია „დონაა“ , მაგრამ ეს არ გვაძლევს დამშვიდების საშუალებას. ეს ახალი წყარო მეტყველებს იმაზე, რომ თავი უნდა დავიცვათ, რეგულაციები შევასრულოთ. თავის დაცვის საუკეთესო საშუალება არის დისტანცირება და პირბადე. ამიტომ, საკუთარ თავს, ყველას მოვუწოდებ, პირბადეების ტარებით და დისტანცირებით დავიცვათ ჩვენი ახლობლები, მეგობრები. სადაც თავშეყრის ადგილებია, უნდა გამკაცრდეს კონტროლის მექანიზმები შესაბამისი სამსახურების მიერ. მაგალითად, ეს არის სავაჭრო ობიექტები, ტრანსპორტი და სადაც შესაძლებელია, ათ კაცზე მეტი შეიკრიბოს. ამის შემოწმება და კონტროლი უნდა განახორციელოს შესაბამისმა სამსახურებმა“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში აპრილის შემდეგ, კორონავირუსის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი, 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 17-ით გაიზარდა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)