17:09 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-02 10:19:25, 3130 ნახვა

სამართალი
დღეს სასამართლო ლისის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული პატრულ ინსპექტორის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს

დღეს სასამართლო იმ პოლიციელის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს, რომელიც ლისის გზაზე არასრულწლოვანს დაეჯახა.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა ჩანიშნული.

ბრალდებული პოლიციელი, ირაკლი ცომაია ბრალს აღიარებს და თავს დამნაშავედ ცნობს.

შეგახსენებთ, რომ 30 აგვისტოს ლისის გზაზე საპატრულო პოლიციის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე 12 წლის მოზარდს დაეჯახა. იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics