15:45 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-01 20:08:25, 3858 ნახვა

მსოფლიო
ჩინეთში ავსტრალიის მოქალაქე, ჟურნალისტი დააკავეს, დაკავების მიზეზი უცნობია

პეკინში ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო მედიის CCTV-ის საერთაშორისო განშტოების, CGTN-ში მომუშავე ცნობილი ჟურნალისტი, ავსტრალიის მოქალაქე, ჩენგ ლეი, დააკავეს.

ჟურნალისტის შესახებ ყოველგვარი ინფორმაცია ჩინური მედიის სოციალური ქსელებიდან გაქრა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავსტრალიის მთავრობამ მისი მოქალაქის დაკავების შესახებ 14 აგვისტოს გაიგო, თუმცა დღემდე უცნობი რჩება მათთვის დაკავების მიზეზები

ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ მათთვის დაკავების ყველა დეტალი ამ დრომდე უცნობი რჩება.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნუშლ თემასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვა და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ჩინეთსა და ავსტრალიას შორის არსებულ ურთიერთობას საფრთხე არ უნდა შექმნას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics