|
2020-09-01 19:11:09, 2508 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა ცხინვალის რეგიონში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა
საქართველოს პრეზიდენტმა წერილობით მიმართა საერთაშორისო ორგანიზაციების, გაეროსა და ევროკავშირის ხელმძღვანელებს, ასევე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს, რათა გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებით კი, ცხინვალის რეგიონში შექმნილი ვითარების ესკალაცია, მოხდეს მოსახლეობის საფრთხეებისგან დაცვა და მომავალში აღარ დაირღვეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. საქართველოს პრეზიდენტმა მიმართვაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სოციალური და ჰუმანიტარული მდგომარეობა მუდმივად და სწრაფად უარესდება, სისტემატურად და უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები, ადგილი აქვს საქართველოს მოქალაქეების გატაცებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებს, ხშირია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უკანონო საპატიმროებში ადამიანების გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების შემთხვევები, ასევე, სისტემატურ ხასიათს ატარებს ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)