|
2015-09-12 12:26:36, 1406 ნახვა
მსოფლიო
ბარაკ ობამა: ბაშარ ასადის რეჟიმისადმი რუსეთის სამხედრო დახმარება კრახისთვის არის განწირული
ბაშარ ასადის რეჟიმისადმი რუსეთის სამხედრო დახმარება კრახისთვის არის განწირული, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა. მისი თქმით, სირიის ომში რუსეთის სამხედრო ჩარევა ცხადყოფს, რომ ბაშარ ასადის რეჟიმი სერიოზულ პრობლემებს განიცდის და ამიტომ რუს სამხედრო მრჩევლებს დახმარებისთვის მიმართა. ობამას თქმით, რუსეთის სამხედრო ჩარევა სირიის სამხედრო კონფლიქტის პოლიტიკურ მოგვარებას შეუშლის ხელს. ცნობისთვის, პენტაგონის სადაზვერვო თანამგზავრებმა სირიაში რუსეთის სატრანსპორტო თვითმფრინავების გააქტიურება დააფიქსირა. ამერიკის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, რუსეთმა სირიაში დამატებითი სამხედრო ტექნიკა და სამხედრო ძალა გადაისროლა. შეგახსენებთ, რომ სირიაში 2011 წლიდან სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. ომს 230 ათასი ადამინის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)