|
2020-09-01 12:35:03, 5818 ნახვა
კომენტარი
ჩუგოშვილი „პატრიოტთა ალიანსზე“ დაფინანსების საკითხზე - თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, მკაცრი რეაგირება უნდა მოყვეს
დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსის“, როგორც საარჩევნო სუბიექტის არსებობაზე, გადაწყვეტილება ცესკოს ან საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან აუცილებლად უნდა იქნას მიღებული. მისივე თქმით, საფუძვლიანად უნდა იყოს შესწავლი, თუ რა თანხები იხარჯება ქართულ პოლიტიკურ პროცესებში. „რაც შეეხება მათ, როგორც საარჩევნო სუბიექტის არსებობას, გადაწყვეტილებები მისაღებია და შეიძლება ამაზე იმსჯელოს საკონსტიტუციო სასამართლომ ან ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. რაც შეეხება გამოძიებას, მე ვფიქრობ, რომ რა თანხები და რესურსები იხარჯება ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებასა და პროცესში, ეს უნდა იყოს საფუძვლიანად შესწავლილი და ძალიან მკაცრი რეაგირება უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა ეს ინფორმაცია“, - განაცადა თამარ ჩუგოშვილმა. შეგახსენებთ, რომ 24 აგვისტოს მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაარსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დოსიე გაავრცელა, რომლის თანახმად „პატრიოტთა ალიანსს“ წინასაარჩევნოდ კრემლი პირდაპირ ეხმარება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)