|
2020-09-01 11:56:56, 16145 ნახვა
ომი უკრაინაში
თბილისის ინფექციურმა საავადმყოფომ აივ/შიდსით და COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების მიღება განაახლა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ორ კორპუსში აივ/შიდსითა და „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული პაციენტების მიღება განახლდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, დაახლოებით, 3 კვირაში ფუნქციონირება განახლებულ ბოქსირებულ განყოფილებაშიც დაიწყება. „ჩვენთან, როგორც იცით, ინფრასტრუქტურის გამართვის თვალსაზრისით სამუშაოები მიმდინარეობდა და მოგახსენეთ, რომ ეტაპობრივად დავიწყებდით პაციენტების მიღებას. გუშინ უკვე, დღის მეორე ნახევარში ორ კორპუსში აივ/შიდსით ინფიცირებული პაციენტების მიღება და ერთ კორპუსში „კოვიდ 19“-ით ინფიცირებული პაციენტების მიღება განვაახლეთ. ჩვენი ძირითადი ბაზა „კოვიდ 19“-ისთვის ბოქსირებული განყოფილება გახლავთ, მაგრამ ბოქსირებულ განყოფილებაში ჯერ ინტენსიურად მიდის სამუშაოები და იმედი გვაქვს, რომ მაქსიმუმ სამ კვირაში მიწოდების ყველა სერვისი გაიმართება და ბოქსირებული განყოფილებაც გააგრძელებს „კოვიდ-19“- ით ინფიცირებული პაციენტების მიღებას“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)