03:29 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-11 20:16:54, 944 ნახვა

ეკონომიკა
ჩინური მულტინაციონალური კომპანია "ჰუავეი" საქართველოში ბიზნესის განვითარებით არის დაინტერესებული

ჩინური მულტინაციონალური კომპანია "ჰუავეი" საქართველოში ბიზნესის განვითარებით არის დაინტერესებული - ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და "ჰუავეის" უფროს ვიცე-პრეზიდენტ ცუ ვენჩუს შეხვედრაზე აღინიშნა.
მხარეებმა თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. კომპანიამ, რომელიც საქართველოში 15 წელია წარმატებით საქმიანობს, გამოხატა ინტერესი ე.წ "უსაფრთხო ქვეყნის" კონცეფციის მიმართ, რაც გულისხმობს საქართველოს ქალაქებსა  და რეგიონებში უსაფრთხოების სისტემის მონტაჟსა და ინტერნეტიზაციას.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ "ჰუავეი" დაეხმარება საქართველოს მთავრობას,  პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული "ელექტრონული მთავრობის" პროექტის განხორციელებაში.
"ჰუავეი" არის ჩინეთის მულტინაციონალური კომპანია, რომელიც ოპერირებს ჰონგ-კონგში, სინგაპურში, ინდონეზიაში, იაპონიაში. მისი შემოსავალმა 2014 წელს შეადგინა 46, 5 მილიარდმა დოლარი, მოგება 4,5 მილიარდმა დოლარი. კომპანიას დასაქმებული ჰყავს 140 ათასი ადამიანი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სენაკში შვილმა მამა დაჭრა
ბათუმში სატვირთო ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
ტრამპი: გავაუქმე დღეს საღამოს ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი ავიადარტყმები და დაბომბვები
გიორგი ტაბატაძე: გვქონდა შეხვედრა EU-ში, მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ ჩვენი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics