17:12 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-30 16:04:46, 4385 ნახვა

ეკონომიკა
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა ქედაში პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით შექმნილი ხილის გადამამუშავებელი საწარმო და ღვინის ქარხანა დაათვალიერეს

„ქართული ოცნების" ლიდერებმა ქედაში პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით შექმნილი ხილის გადამამუშავებელი საწარმო და ღვინის ქარხანა დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანზორ ბოლქვაძემ და  შუახევის, ქედის და ხელვაჩაურის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ფრიდონ ფუტკარაძემ, ქედაში ხილის გადამამუშავებელი საწარმო და ღვინის ქარხანა დაათვალიერეს.
როგორც ღვინის ქარხნისა და ხილის გადამამუშავებელი საწარმოს მფლობელმა, ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, დაბა ქედაში 2014-2016 წლებში უპრეცედენტო ინვესტიციები განხორციელდა.  კომპანია KTW-მ ააშენა და გახსნა 2 ახალი ქარხანა - ღვინის ქარხანა აჭარული ღვინის სახლით და ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო ,,ნენა".
ღვინის ქარხანაში, სადაც სახელმწიფო პროგრამის  - „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში 1 700 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, 22 ადამიანია დასაქმებული. კომპანიამ ასევე ისარგებლა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით. საწარმოსთვის დამტკიცებული გრანტის მოცულობამ 600 000 ლარი, ხოლო შეღავათიანმა აგროკრედიტმა - 877 000 ლარი შეადგინა.
ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელ საწარმო ,,ნენაში" კი, ასევე „აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში 1 400 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა და 20 ადამიანი დასაქმდა.  მფლობელის ინფორმაციით, ხილის გადამამუშავებელი საწარმო „ნენა" პროდუქციის რეალიზებას ადგილობრივ ბაზართან ერთად, ევროპის ქვეყნებშიც ახორციელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics