|
2020-08-29 11:12:53, 17509 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო უცნობია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევიდან 3 დადასტურებულ შემთხვევასტან კონტაქტია, 2 შემოტანილი შემთხვევაა, ხოლო ორის წყარო ამ ეტაპზე უცნობია. მისი თქმით, დღევანდელი მონაცემებით, კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 239 დადასტურებული შემთხვევა, საიდანაც 4 კრიტიკულად მძიმე და 16 მძიმე პაციენტია. „ამ 7 ახალი შემთხვევის განაწილება ასეთი გახლავთ: 3 არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, 2 არის შემოტანილი შემთხვევა და მათგან ერთი გახლავთ სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, ხოლო ორ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტების მოძიების და წყაროს დსადგენის თვალსაზრისით. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა არ შეცვლილა და რჩება იგივე. ამ მონაცემებით, გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა კვლავ 82% გახლავთ. დღევანდელი მონაცემებით, კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 239 დადასტურებული შემთხვევა. ამ კოვიდ ცენტრების რეანიმაციული და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობს 4 კრიტიკულად მძიმე და 16 მძიმე პაციენტი. ჩვენი ცენტრის მონაცემები ასეთი გახლავთ: გვყავს 18 დადასტურებული შემთხვევა. არ გაწერილა არავინ და არც ახალი დადასტურებული შემოსულა ჩვენთან. მძიმე პაციენტების რაოდენობა უცვლელი გვყავს, რეანიმაციულ და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობას განაგრძობს 2 პაციენტი, აქედან 1 ჯერჯერობით კვლავ კრიტიკილად მძიმეა, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო მეორე არის მძიმე პაციენტი. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი გახლავთ“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)