|
2020-08-28 11:58:47, 3778 ნახვა
საზოგადოება
მეხანძრე-მაშველებმა გლდანში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარში 3 ბავშვი გადაარჩინეს
მეხანძრე-მაშველებმა გლდანში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარში 3 ბავშვი გადაარჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ - „112"-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, გლდანის მასივში, ერთ-ერთი მრავალსაფრთულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე არსებულ ბინაში გაჩნდა ხანძარი, სადაც მცირეწლოვანი ბავშვებიც იმყოფებოდნენ. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა 30-მდე მეხანძრე-მაშველისა და სახანძრო - სამაშველო ტექნიკის მობილიზება. ადგილზე, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, მობილიზებულნი არიან კრიმინალური და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ასევე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლმოკიდებული ბინიდან 3 მცირეწლოვანი უვნებლად რამდენიმე წუთში გამოიყვანეს, რომლებსაც ექიმებმა შესაბამისი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარეს. პარალელურად განახორციელეს პრევენციული სამუშაოები და დაიწყეს ხანძრის ქრობა. უსაფრთხოების მიზნით, პერიმეტრს პოლიცია იცავს. ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ნახანძრალი ტერიტორიის პრევენციული დამუშავება. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს“, - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)