14:26 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-28 11:54:07, 5886 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ს საზღვრებთან რუსული წყალქვეშა ნავი დაცურავს

ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილოეთის სამხედრო ძალების სამეთაურო შტაბის ინფორმაციით, ალიასკასთან ახლოს რუსული წყალქვეშა ნავი აღმოაჩინეს. რუსული წყალქვეშა ნავი, აშშ-ის ტერიტორიიდან მოშორებით, ნეიტრალურ წყლებში შენიშნეს. ნავი წყლის ზედაპირზე ცურავს.

ამერიკელი სამხედრობის ცნობით, რუსული წყალქვეშა ნავიდან დახმარების შესახებ თხოვნა არ მიუღიათ, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ამისთვის მზად არიან.

რუსული მედიის ცნობით, ალიასკას სანაპიროებთან აღმოჩენილია ატომური წყალქვეშა ნავი „ომსკი“, რომელიც სამხედრო წვრთნებში მონაწილეობს. მანამდე წყალქვეშა ნავი ბერინგის ზღვაში სარაკეტო სროლაში გადიოდა წვრთნას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics