|
2020-08-27 18:32:17, 6849 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე სააკაშვილზე - ჰამოვიდეს, არ არის პრობლემა, აქ მას რეფორმირებული მართლმსაჯულება ელოდება
„ჰამოვიდეს, არ არის პრობლემა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილს საქართველოში რეფორმირებული მართლმსაჯულება და პოლიტიკური პროცესი ელოდება. „ყოველი არჩევნების წინ სააკაშვილი გამოდის და თავის შემცირებულ მხარდამჭერებს ეუბნება, რომ ის დაბრუნდება. ჰამოვიდეს, არ არის პრობლემა. მას, პირველ რიგში, ელოდება რეფორმირებული მართლმსაჯულება და შემდეგ პოლიტიკური პროცესი. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი მისი თანამებრძოლიც, როგორც ჩანს, მასზე ძალიან გაბრაზებულია, თუმცა თუ ის მაინც შეძლებს და მოძებნის ძალას, რომ დაბრუნდეს ქვეყანაში, აქ დახვდება თვისობრივად განსხვავებული სახელმწიფო. სამწუხაროდ, სააკაშვილი არ არის ჩვენი ქვეყნის თანამოქალაქე. ეს არის ადამიანი, რომელმაც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა გაცვალა თავის ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ახალი ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ის წარსულში დაშვებული შეცდომებისთვის ბოდიშს იხდის და ამბობს, რომ საქართველოში ბრუნდება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)