|
2020-08-24 14:48:22, 1663 ნახვა
საზოგადოება
იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე ზეხმელი და დაავადებული ხეები მოიჭრება
შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე ზეხმელ და დაავადებულ ხეებს მოჭრის. სამუშაოები 25 აგვისტოდან დაიწყება და რამდენიმე დღე გაგრძელდება. აღნიშნულ ტერიტორიაზე, ასევე, განხორციელდება მცენარეების ფორმირებისა და მოწესრიგების მასშტაბური სამუშაოები, რათა იმ მოქალაქეებს, რომლებიც აღნიშნულ რეკრეციულ სივრცეს ყოველდღიურად სტუმრობენ, მეტი კომფორტი შეექმნათ. დღის განმავლობაში, იპოდრომის ყოფილ ტეროტირიაზე უამრავი მოქალაქე გადაადგილდება. ზეხმელი და ხმობადი ხეებისგან ტერიტორიის გათავისუფლება კი ავარიული მდგომარეობის საფრთხეს მინიმუმამდე შეამცირებს. დედაქალაქის მერიის პრიორიტეტი რეკრეაციული სივრცეების განვითარება და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. შესაბამისად, თითოეული მოჭრილი ხის ნაცვლად, ტერიტორიაზე ახალი ნარგავები გაშენდება. სანიტარიული ჭრის გადაწყვეტილება უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, დედაქალაქსა და მის შემოგარენში აუცილებელია მასშტაბური სანიტარიული ჭრების ჩატარება. აღნიშნული სამუშაოების პარალელურად, განხორციელდება სხვა ფიტოსანიტარიული ღონისძიებები.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)