08:34 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-24 13:31:55, 2055 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიცია „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციური მთავრობის შექმნას არ აპირებს

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ თავმჯდომარის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიცია „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციური მთავრობის შექმნას არ აპირებს.

მისი თქმით, საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ მემორანდუმს დღეს ხელს ის ოპოზიციური პარტიები მოაწერენ, რომლებიც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში იკრიბებოდნენ.

„ „ქართული ოცნება“ იმ სიტუაციაშია, როდესაც აგრძელებს ამომრჩევლების მოსყიდვას, დაშინებას და სხვადასხვა ტიპის მანიპულაციას, წინასაარჩევნო პერიოდში მასთან რაიმე დოკუმენტის გაფორმება შეუძლებელია ოპოზიციური სპექტრის მხრიდან. ამ ყველაფრის წინააღმდეგ ჩვენ გაცილებით უფრო მობილიზებული უნდა ვიყოთ და დღევანდელი დეკლარაცია არის ამის ერთადერთი დადასტურება“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ცნობისთვის, გაერთიანებული ოპოზიცია დღეს მემორანდუმს გააფორმებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics