03:45 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-23 23:01:13, 1223 ნახვა

საზოგადოება
23 აგვისტო გმირი მეხანძრე-მაშველის ზურაბ მუზაშვილის დაბადების დღეა

23 აგვისტო გმირი მეხანძრე-მაშველის ზურაბ მუზაშვილის დაბადების დღეა. 
მას დღეს 43 წელი შეუსრულდებოდა.

ზურაბ მუზაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს კასპის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა  და თანასოფლელებმა. სოფლის ცენტრში მდებარე მემორიალი და მისი საფლავი გვირგვინებით შეამკეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს   2015 წლის 13 ივნისის ღამე, სამაშველო ოპერაციის დრო, როდესაც ზურაბმა 6 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო, თვითონ კი წყლიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა და დაიღუპა.

ზურაბი ჩვენი დროის გმირია, მან არამარტო სამსახურებრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინა არამედ წმინდა ადამიანური მოვალეობაც. ის საამაყო და მისაბაძი პიროვნება.

ზურაბ მუზაშვილი მამაცობის, სამაგალითო მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და თავდადებისთვის, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა მედლით - "სამოქალაქო თავდადებისთვის". 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics