|
2020-08-22 13:19:14, 6022 ნახვა
კომენტარი
მაია ცქიტიშვილი - გახარიას გადასარჩენი არაფერი სჭირს
გახარიას გადასარჩენი არაფერი არ სჭირს, - ასე ეხმაურება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი ე.წ მუქარის წერილის საქმეს, რომელიც „თიბისი“ ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მტკიცებით, გიორგი გახარიასგან შუამავლის მეშვეობით მიიღო. როგორც ცქიტიშვილი აღნიშნავს, ამ წერილს გახარიასთან არანაირი კავშირი არ აქვს. „ჩვენ პირველივე დღიდან ვსაუბრობდით, რომ ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი. ამ წერილს არანაირი კავშირი არ ჰქონდა არც მაშინ ბატონ გახარიასთან. რაც ნამდვილად მინდა კომენტარის სახით გავაკეთო, გადასარჩენიც გახარიას არაფერი არ სჭირს“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა. ცნობისთვის, პროკურატურამ გუშინ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ განხორციელებული შესაძლო იძულების ფაქტზე დანიშნული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა გაავრცელა. დასკვნის თანახმად, მამუკა ხაზარაძის წერილზე არსებული თითის ანაბეჭდები არ ეკუთვნის გიორგი გახარიას.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)