|
2020-08-21 18:53:45, 4539 ნახვა
რეგიონი
„ქართული ოცნების" ლიდერები მარნეულში, პროფესიული სასწავლებლის მშენებლობის პროცესს გაეცნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაურ დარგალმა, მარნეულში, ახალი პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა დაათვალიერეს. მმართველი გუნდის წარმომადგენლებს ინჟინერმა, გიორგი შერმადინმა ინფორმაცია მიაწოდა განხორციელებული და მიმდინარე სამუშაოების შესახებ. „ქართული ოცნების" ლიდერებმა ხაზი გაუსვეს რეგიონში პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას. მარნეულში ახალი პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა საქართველოს განათლების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობით ხორციელდება. თანამედროვე სტანდარტების შენობა, სრულად ადაპტირებული იქნება შშმ პირების საჭიროებებზე, ექნება საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, ლიფტი და ადაპტირებული სველი წერტილები. გარდა სასწავლო კორპუსისა, მოეწყობა კოლეჯის ეზო და ღია სპორტული მოედანი. ქვემო ქართლში, ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთი სახელმწიფო პროფესიული კოლეჯი „მოდუსი" მოქმედებს, რომელიც რუსთავში მდებარეობს. შემოდგომიდან, პროფესიული განათლების მიღება უკვე მარნეულში, „მოდუსის" ახალ, თანამედროვე სივრცეშიც გახდება შესაძლებელი, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის რეგიონში პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობას.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)