03:53 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-21 17:19:40, 4548 ნახვა

რეგიონი
„ქართული ოცნების“ ლიდერები მარნეულში, წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროცესს გაეცნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაურ დარგალმა მარნეულში, წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს.

მარნეულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების, ასევე თანამედროვე სტანდარტების  გამწმენდი ნაგებობის  მშენებლობას,  აზიის განვითარების ბანკი(ADB) აფინანსებს.

მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება, თუმცა, მიმდინარე წლის შემოდგომიდან, ეტაპობრივად, იგეგმება  მოსახლეობის ნაწილის ახალ სისტემაზე გადართვა.

ამ ეტაპზე შენდება სატუმბი სადგურები და რეზერვუარები, ეწყობა მაგისტრალური მილი და შიდა ქსელები, ახალი საკანალიზაციო კოლექტორი.

პროექტის დასრულების შემდეგ, მარნეულისა და მუნიციპალიტეტის 5 სოფლის - წერეთელის, საიმერლოს, ყიზილაჯლოს, დიდი და პატარა ბეგლარის მცხოვრები ჯამში 31 700-მდე ადამიანი, სტაბილური, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. რაც შეეხება წყალარინების სისტემას, კანალიზაციის გამართული ინფრასტრუქტურა 36 ათასზე მეტ ადამიანზეა გათვლილი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics