19:57 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-21 12:29:16, 1239 ნახვა

სამართალი
შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანი ზ.ხ სასამართლოზე შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო დახმარება გამოიძახეს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სასამართლოზე შეუძლოდ გახდა, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.

გელხაურის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უკვე 4 დღეა შიმშილობს, რითაც მისთვის წაყენებულ ბრალს აპროტესტებს.

„იცით, რომ ზ.ხ. 4 დღეა შიმშილობს. როგორც ჩანს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, მე მითხრა, რომ თავბრუსხვევა აქვს და ვერ შეძლებს პროცესზე მონაწილეობის მიღებას. შესაბამისად, გამოძახებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარება და პირველადი დახმარება გაეწევა, რის შემდგომაც მიიღება გადაწყვეტილება ექნება თუ არა პროცესის გაგრძელების საშუალება“, - განაცხადა გელხაურმა.

შეგახსენებთ, რომ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების საქმის განხილვა დღეს გაგრძელდება. პროცესი 14:00 საათზეა ჩანიშნული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics