|
2020-08-20 13:35:58, 1030 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: სახელმწიფო ფერმერებს 100%-ით აუნაზღაურებს ახალი ნერგების ღირებულებას
სახელმწიფო ფერმერებს 100%-ით აუნაზღაურებს ახალი ნერგების ღირებულებას, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშული დახმარება ფერმერებს საშუალებას მისცემს, რომ განაახლონ დაზიანებული ბაღები. „სტიქიური მოვლენების დროს, არის შემთხვევები, როდესაც ფერმერებს ბაღები, მთლიანად უზიანდებათ. ეს არ არის მხოლოდ მოსავლის დაკარგვა. ბოლო სტიქიური მოვლენების შედეგად, კახეთის რეგიონში, რამდენიმე მუნიციპალიტეტში დაზიანდა ახალშენი ვენახები. ჩვენს ფერმერებს, ფაქტობრივად, ახლიდან უწევთ ბაღების და ვენახების გაშენება. სწორედ ამიტომ შემოვიტანეთ პროგრამაში „დანერგე მომავალი“ კომპონენტი, რომელიც დროში შეზღუდული არ არის, მოიცავს ყველა რეგიონს და ფერმერებს საშუალებას მისცემს, განაახლონ დაზიანებული ბაღები. სახელმწიფო 100%-ით აანაზღაურებს ახალი ნერგების ღირებულებას. თუ ჩვენი ფერმერები გადაწყვეტენ, რომ ესა თუ ის მრავალწლოვანი კულტურა ჩაანაცვლონ სხვა კულტურით, მათ პროგრამის ახალი კომპონენტი ამის საშუალებასაც აძლევს. ეს ეხება როგორც მრავალწლოვანი კულტურების ბაღებს, ისე ვენახებს, გარდა რქაწითელის ჯიშისა. ბაზარზე არის რქაწითელის ჭარბი წარმოება, რაც გვინდა, რომ დავაბალანსოთ. შესაბამისად, ფერმერებს საშუალებას ვაძლევთ, ამ კულტურის სხვა ჯიშებით ჩანაცვლება მოახდინონ, რომელიც კომერციულად შეიძლება უფრო მეტად საინტერესო იყოს და მეტი ღირებულება ჰქონდეს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)