|
2020-08-20 12:14:03, 1022 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ონკოპაციენტებს ახალი თაობის პრეპარატები მკურნალობის ბოლო ეტაპზეც დაუფინანსდებათ
სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას, რომ ჩვენი მოქალაქეები, ონკოლოგიური პაციენტები დააფინანსოს და პრეპარატების ახალი თაობა, რომელიც არის ეფექტური ამ დაავადებასთან ბრძოლაში, გახადოს ყველასთვის ხელმისაწვდომი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის თქმით, დღემდე ფინანსდებოდა ამ პრეპარატების გამოყენების მხოლოდ გარკვეული ეტაპი და ხშირ შემთხვევაში, მოქალაქეებს უწევდათ საკუთარი ჯიბიდან გადახდა. „დღესდღეობით საქართველოში ფიქსირდება 38 000-ზე მეტი ონკოპაციენტი, ჩვენი მოქალაქე, რომელიც ებრძვის ამ საშინელ სენს და ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს არის ტვირთი არა მხოლოდ პაციენტისთვის, არამედ მისი ოჯახის წევრებისთვის და ეს არის ტვირთი როგორც ფიზიკური, ასევე მორალური და ფინანსური. სწორედ აქედან გამომდინარე 2019 წლის ნოემბრეში ჩვენ შევქმენით საკმაოდ გაფართოებული ჯგუფი, სადაც მონაწილეობას იღებდნენ როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ექსპერტები და პაციენტთა ჯგუფები, სადაც ჩვენ შევიმუშავეთ სწორედ ის ცვლილება, რომელიც დღეს გვინდა შევთავაზოთ ჩვენს მოქალაქეებს და ეს ცვლილება ეხება იმ მნიშვნელოვან პრეპარატებს, რომელიც არის თანამედროვე მიდგომებით და ძალიან ეფექტური გამოსავლებით ხასიათდება. სწორედ მათი ხელმისაწვდომობის გაზრდას ვგეგმავთ ჩვენ ჩვენი მოქალაქეებისთვის. დღემდე ფინანსდებოდა ამ პრეპარატების გამოყენების მხოლოდ გარკვეული ეტაპი და ძალიან ხშირი იყო ისეთი შემთხვევები, როცა ჩვენს მოქალაქეებს უკვე საბოლოო ეტაპზე არ ჰქონდათ ხელმისაწვდომობა ამ პრეპარატებზე და მათ უწევდათ ჯიბიდან გადახდა. ჩვენ ვიცით, რომ დაავადების ბოლო ეტაპზე ეს არის ძალიან რთული და სწორედ აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფო იღებს თავის პასუხისმგებლობას, რომ ჩვენი მოქალაქეები ამ რთულ პერიოდშიც დააფინანსოს და პრეპარატების ახალი თაობა, რომელიც არის ყველაზე ეფექტური ამ დაავადებასთან ბრძოლაში, გახადოს ყველა იმ მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი, რომელსაც ეს საჭიროება უდგას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)