05:02 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-19 17:39:02, 1908 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი დაკავებული ქირურგის, ვახტანგ ყიფიანის ოჯახის წევრებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი  ეკატერინე ტიკარაძე,   პროკურატურის მიერ   დაკავებული ქირურგის, ვახტანგ ყიფიანის ძმას და მამას შეხვდა. 

შეხვედრაზე  საუბარი შეეხო ,  საქმის გარშემო არსებულ დეტალებს.  მხარეები შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვანია შეიქმნას ისეთი საკონონმდებლო ბაზა, რომელიც დაიცავს როგორც პაციენტის, ასევე ექიმების უფლებებს. მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე ექიმის ოჯახმა გაიზიარა სამინისტროს დამოკიდებულება, რომ „უნდა დაიწყოს პროცესები, რათა ნებისმიერ პროფესიაში მეტი სიცხადე იყოს შეტანილი“.

„დროულად არის საჭირო ყველა იმ პროცესის დაწყება, რითაც ჩვენ მეტ სიცხადეს შევიტანთ ყველა პროფესიის, დარგის კომპეტენციის ჩამონათვალში. ეს შეხვედრა ემსახურებოდა სწორედ ამ მოვლენას, რომ მოხდება ასოციაციების მობილიზება და ჩვენ რეგულირების სააგენტოსთან ერთად დავიწყებთ თითოეული საექიმო საქმიანობის დეტალურ გაწერას. თითოეულ ექიმს შეეძლება თავისი კომპეტენციების ფარგლებში უსაფრთხოდ ჩაატაროს მანიპულაცია და რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს სამართლებრივ ჭრილში მოსამართლისთვის და გამომძიებლისთვის იყოს მეტად უფრო ცხადი, თუ სად გადის ზღვარი ექიმის დანაშაულსა და ექიმის პასუხისმგებლობას შორის“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით,  სამინისტროს მხრიდან გამოძიებასთან შუამდგომლობის შესაძლებლობა არსებობს.

“გამოძიებასთან შუამდგომლობის შესაძლებლობა გარკვეულწილად არსებობს და ჩვენი არაერთი განცხადებით ეს უკვე მოხერხდა, თუმცა აქ მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებას მივცეთ იმის საშუალებაც, რომ ექსპერტების სრული ჩართულობით ჩაატაროს უფრო მეტად სამართლიანი გამოძიება, რომელიც იქნება ფაქტებზე დაყრდნობილი, რაც პაციენტის პატრონს არ მისცემს იმის განცდას, რომ სახელმწიფო მხოლოდ ექიმის მხარეს დგას”, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეხვედრას , ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფროსი ზაალ კაპანაძე ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics