|
2020-08-19 16:00:07, 1637 ნახვა
რეგიონი
აჭარაში თხილის მოსავლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაშია
წელს ადგილობრივი ფერმერები 5 ათას ტონამდე თხილის მოსავალს ელოდებიან, რაც, წინა წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდილი მაჩვენებელია. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში მეთხილე ფერმერებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე შეხვდნენ და მოსავლის აღება-დაბინავების საკითხები განიხილეს. როგორც შეხვედრაზე ფერმერებმა აღნიშნეს, წლევანდელი ხარისხიანი და ჭარბი მოსავალი მავნებლების წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლის შედეგია. „ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისა და ფერმერების მიერ ერთობლივად გატარებული სამუშაოების შედეგად, წელს ქვეყანაში 50 000 ტონაზე მეტ თხილის მოსავალს ველოდებით. აღსანიშნავია, რომ მოსავლის ხარისხი გაცილებით მაღალია. ფერმერები ასრულებენ იმ რეკომენდაციებს, რომლებიც თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მიერ არის შემუშავებული. ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლის გამართული მუშაობა შესაძლებლობას გვაძლევს, ქართული თხილი კონკურენტუნარიანი იყოს“, - განაცხადა ხატია წილოსანმა. „თხილის წარმოების გამართული ჯაჭვი არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ უნდა განვითარდეს სოფლის მეურნეობა. მეთხილე ფერმერები ღებულობენ შესაბამის ანაზღაურებას, რაც იმის გარანტიაა, რომ გაიზარდოს ინტერესი, ფერმერმა მოიყვანოს მაღალხარისხიანი პროდუქცია, იზრუნოს მოსავლიანობის ზრდაზე და იყოს წარმატებული“, - განაცხადა ტიტე აროშიძემ. აღსანიშნავია, რომ მეთხილეობის დარგის შესაძლებლობების გასაძლიერებლად, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, მეთხილე ფერმერებს 2500 ერთეული ბაღის მობილური შემასხურებელი აპარატი თანადაფინანსების პრინციპით გადასცა, ამავდროულად, 2000 ჰა ფართობზე ჩატარდა აგრარული ექსტენცია.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)