|
2020-08-17 16:40:48, 945 ნახვა
საზოგადოება
ნიკოლოზ გაგუა: მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყანას რადიკალურად გაეზარდა ვალის მოცულობა და ამის გამომწვევი ერთადერთი მიზეზი პანდემიური მოვლენებია
„მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყანას რადიკალურად გაეზარდა ვალის მოცულობა და ამის გამომწვევი ერთადერთი მიზეზი პანდემიური მოვლენებია. იმედია ყველას გვესმის, რომ ეს არ მომხდარა მხოლოდ საქართველოში“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ ვალის მოცულობის ზრდის მიზეზებზე საუბრისას აღნიშნა. მისივე თქმით, 2020 წელს ვალის ზრდა, ძირითადად, უკავშირდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან ქვეყნისთვის მიღებულ მნიშნელოვან ფინანსურ დახმარებას. „პანდემიური მოვლებებიდან გამომდინარე, ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვნად დაზარალდა, დაზარალდა მისი ყველა სექტორი და მათ შორის ვალიც. თქვენ იცით, რომ ჩვენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან მოვიზიდეთ მნიშვნელოვანი, 1,5 მილიარდი დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარება. ეს ერთი მხრივ, ვალია, მეორე მხრივ, ეს არის დაზღვევა, რომ ქვეყნის ეკონომიკა და მისი მაკროეკონომიკური სტაბილურობა გარანტირებულია. ბუნებრივია, პანდემიის სტაბილიზაციის პარალელურად, ჩვენ გვაქვს საშუალება მომავალი წლიდან ვალის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შევამციროთ“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)