|
2020-08-17 12:51:41, 4064 ნახვა
კომენტარი
სერგი კაპანაძე - გაუმართლებელია, რომ ასეთ მნიშვნელოვან დღეებში, საქართველოს ელჩი ბელარუსში არ იყო
საქართველოს ელჩი რომ არ იყო ბელარუსში, ეს უბრალოდ გაუმართლებელია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ელჩის ბელარუსში არ ყოფნა მისთვის გარკვეული კითხვის ნიშნების აღმძვრელია. „თუ ის მართალია, რომ ელჩი ჩაიყვანეს სასწრაფოდ გუშინ ღამით, იმის გამო, რომ ის იმყოფებოდა შვებულებაში, ბუნებრივია, კითხვის ნიშნებს იწვევს და შემაშფოთებელიც არის ის, რომ ასეთ მნიშვნელოვან დღეებში ბელარუსის ისტორიაში, როდესაც ერთი კვირაა, თითქმის, მიმდინარეობს საპროტესტო გამოსვლები და როდესაც ბელარუსი ხალხი იბრძვის თავის არჩევნებისთვის, საქართველოს ელჩი რომ არ იყო ბელარუსში, ეს არის უბრალოდ გაუმართლებელი. ეს არის ჩემთვის ყველაზე უფრო კითხვის ნიშნების აღმძვრელი და არა ის, რომ გუშინ ღამით ჩაიყვანეს იქ. თუ მართლა ასე არის, გაცილებით ადრე უნდა ჩაეყვანათ მინსკში, გამომდინარე იმ სერიოზული სიტუაციიდან, რომელიც იქ არის“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ. ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან ბელარუსში 16 აგვისტოს განხორციელებულ ფრენასთან დაკავშირებით ოფიციალური განმარტება გააკეთა. როგორც უწყებაში განაცხადეს, „გამომდინარე იქიდან, რომ ბელარუსთან შეზღუდულია საჰაერო მიმოსვლა და ელჩი საჭიროებდა მოკლე დროში მინსკში ჩასვლას, მიღებულ იქნა გადაწყვეყილება მისი სამთავრობო თვითმფრინავით გამგზავრების შესახებ“.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)