05:25 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-14 23:14:33, 956 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების” ლიდერებმა სოფელ ჩუმლაყში მდებარე სამაცივრე მეურნეობა დაათვალიერეს და ატმის ჩაბარების პროცესს დაესწრნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე, „ქართული ოცნების" პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ოლქში ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი, სოფელ ჩუმლაყში იმყოფებოდნენ, სადაც სამაცივრე მეურნეობა დაათვალიერეს და ატმის ჩაბარების პროცესს დაესწრნენ.

„ქართული ოცნების" ლიდერები ხილის ჩაბარების პროცესის მიმდინარეობით დაინტერესდნენ და მეურნეობაში დასაქმებულ ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრნენ. მათი თქმით, მნიშვნელოვანია ყველა გლეხმა და ფერმერმა, საკუთარი მოყვანილი პროდუქციის ჩაბარება შეუფერხებლად შეძლოს.

სოფელ ჩუმლაყში არსებული, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობა „ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში შეიქმნა. მასში 1 100 000 ლარის ინვესტიცია განახორციელდა, საიდანაც 800 000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. აღსანიშნავია, რომ სამაცივრე მეურნეობაში 450 ტონა სხვადასხვა სახეობის ხილის შენახვაა შესაძლებელი.

სამაცივრე მეურნეობაში სეზონზე დასაქმებულია 150-დან 350-მდე ადამიანი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics