03:48 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-13 12:29:39, 1062 ნახვა

მსოფლიო
ბელარუსში საპროტესტო აქციის კიდევ ერთი მონაწილე გარდაიცვალა

ბელარუსში საპროტესტო აქციის კიდევ ერთი მონაწილე გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილი 25 წლის მამაკაცია. ახალგაზრდა უკანონო საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო კვირას დააკავეს და 10-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. აქციის მონაწილე მაშინ გარდაიცვალა, როდესაც საპატიმროში გადაიყვანეს.

შეგახსნებთ, რომ ბელარუსში საპროტესტო აქციები მეოთხე დღეა მიმდინარეობს. მოქალაქეები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ქვეყანაში გაიფიცნენ სამედიცინო სფეროს მუშაკები. ჯარისკაცები ადგილობრივების პროტესტს უერთდებიოან. სამსახური დატოვეს სამთავრობო ტელევიზიის თანამშრომლებმაც. აქციების პარალელურად სამართალდამცავები დემონსტრატების დაკავებას ახორციელებენ. ამ დრომდე 6 000-მდე პირი დააკავეს. მათ შორის არიან ჟურნალისტები და არასრულწლოვნები.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics