|
2020-08-11 16:11:43, 971 ნახვა
რეგიონი
„ქართული ოცნების“ლიდერები ჰერეთის ფეხბურთის აკადემიაში იმყოფებოდნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე და თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი ჰერეთის ფეხბურთის აკადემიაში იმყოფებოდნენ. ლაგოდეხში მდებარე ნოდარ ახალკაცის სახელობის საფეხბურთო აკადემია, რომლის მიზანი ფეხბურთისა და ზოგადად სპორტის განვითარების პოპულარიზაცია, აგრეთვე, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობაა, 2018 წლის თებერვალში გაიხსნა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშნული ტექნიკური ცენტრის სრული რეკონსტრუქციისა და საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. როგორც ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა განაცხადა, ბაზის საცხოვრებელი კომპლექსი 110 ადამიანზეა გათვლილი. ამ ეტაპზე ბაზაზე, სრულიად უფასოდ, 40 ბავშვი ცხოვრობს და ვარჯიშობს. ისინი სწავლობენ საჯარო სკოლაში, გადიან უცხო ენის კურსებს, დღის მეორე ნახევარში კი ახალ სტადიონზე ვარჯიშობენ. განახლებულ ბაზაზე ასევე სრულფასოვან შეკრებებს სისტემატურად გადიან სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების გუნდები. "ქართული ოცნების" ლიდერები სტადიონზე ახალგაზრდა სპორტსმენებს შეხვდნენ და მათ წარმატებები უსურვეს. ლაგოდეხთან ერთად, ფეხბურთის ფედერაციის აკადემიები უკვე ფუნქციონირებს რუსთავში, ზუგდიდში და უახლოეს პერიოდში მსგავსი ბაზა გაიხსნება გურიაში, ასევე აკადემიის მშენებლობა მოკლე ვადაში დაიწყება ქუთაისში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)