04:32 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-11 10:40:23, 1137 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი შინდისის გმირებზე - ესაა გმირობის მაგალითი, რომელზეც მომავალი თაობა უნდა აღიზარდონ

„ეს არის გმირობის მაგალითი, რომელზეც მომავალი თაობა, ჩვენი შვილები უნდა აღიზარდონ“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინდისის გმირების მემორიალთან განაცხადა.

მინისტრის თქმით, შინდისის ბრძოლა არის ჩვენს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული და შთამბეჭდავი თავგანწირვისა და გმირობის ისტორია.

„შინდისის ბრძოლა არის მართლაც ჩვენს თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული და შთამბეჭდავი თავგანწირვისა და გმირობის ისტორია. ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ პატივი მივაგოთ ჩვენი დაღუპული გმირების ხსოვნას, ქედს ვიხრით მათი დიდების და სულების წინაშე. მათ მშობლებს კიდევ ერთხელ მადლობას ვეუბნებით იმისთვის, რომ ასეთი გმირები აღუზარდეს და აჩუქეს ჩვენ სამშობლოს. ეს არის გმირობის მაგალითი, რომელზეც მომავალი თაობა, ჩვენი შვილები უნდა აღიზარდონ. სწორედ ამ 17-მა ვაჟკაცმა აჩვენა სამაგალითო თავგანწირვა და გმირობა. მადლობას ვეუბნები მათ და ქედს ვიხრი მათი სულების წინაშე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, შინდისის ტრაგედიიდან დღეს 12 წელი გავიდა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics