|
2020-08-10 10:58:21, 1148 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა: საინტერესო ორთაბძოლა იქნება დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში - ცეკას ინსტრუქტორი „ოცნებიდან“ გია ვოლსკი და ზურაბ ჯაფარიძე
საინტერესო ორთაბძოლა იქნება დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში - ცეკას ინსტრუქტორი „ოცნებიდან“ გია ვოლსკი და ზურაბ ჯაფარიძე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა „ფეისბუქზე“ წერს. მისი თქმით, „ევროპული საქართველო“ მზადაა ჯაფარიძესთან ერთად ჩაერთოს დესოვიეტიზაციის კამპანიაში. „საინტერესო და განსხვავებული ორთაბძოლა იქნება დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში. ცეკას ინსტრუქტორი ოცნებიდან გია ვოლსკი და ზურაბ ჯაფარიძე . ევროპული საქართველო მზად ვართ ზურასთან ერთად ჩავერთოთ დესოვიეტიზაციის კამპანიაში. დიხ, ზუსტად ასე იქნება, დიდუბე-ჩუღურეთში დამარცხდება მენტალურად საბჭოთა და გეოპოლიტიკურად რუსული მმართველობა. ჩვენ მზად ვართ ზურასთან ერთად ჩვენს კოლეგა ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციისთვის, რომ სწორედ ზურა იყოს ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძე - წარმატება და გამარჯვება შენ“, - წერს უგულავა „ფეისბუქზე“.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)