|
2020-08-08 10:45:59, 2449 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის საგარეო საქმეთა კომიტეტი - უნდა გავაგრძელოთ ყველა პარტნიორის მხარდაჭერა, ვინც პუტინის მტრული ქმედებების გამო ზარალდება
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ელიოტ ენგელი და კომიტეტის წევრი მაიკლ მაკკაული რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებენ. „რუსეთის უგუნური შემოჭრის შემდეგ, თორმეტი წელია სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაცია და მუდმივი ჩარევა საქართველოს საშინაო პოლიტიკაში გრძელდება. ეს ქმედებები მიუღებელი იყო 2008 წელს და ახლაც მიუღებელია. ქართველმა ხალხი შეეწირა უფრო დემოკრატიული ერის აშენებას. საქართველომ დაამტკიცა, რომ ის მნიშვნელოვანი პარტნიორია აშშ-ისა და ნატოსი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტის მხარდაჭერა, ასევე ყველა იმ პარტნიორის მხარდაჭერა, რომლებიც პუტინის მტრული ქმედებების შედეგად ზარალდებიან“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)