|
2020-08-07 12:22:44, 2123 ნახვა
რეგიონი
ქეთი მელუა - ჩემთვის ბათუმი და შავი ზღვა სიხარულია
პოპულარული ქართველი მომღერალი ქეთი მელუა აჭარაში ვიდეოკლიპებს იღებს. მომღერლის ახალი სიმღერებისთვის ვიდეოგადაღებები ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, ბათუმის ბულვარში, სარფისა და ციხისძირის სანაპირო ზოლსა და სოფელ მერისში ხუთი დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა აჭარის ბუნების მრავალფეროვნებას, მთისა და ზღვის ერთობლიობას მსოფლიო მასშტაბით მომღერლის მილიონობით თაყვანისმცემელი ახალი ვიდეორგოლით გაეცნობა. გადაღებებისთვის მიმზიდველი ტურისტული ადგილების შერჩევასა და პროექტის განხორციელებაში აქტიურადაა ჩართული აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. “მოხარულები ვართ, რომ ქეთი მელუამ თავისი გადაღებებისთვის შეარჩია აჭარა, რომელიც ნამდვილად გამოირჩევა ულამაზესი და მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტებით. თუკი აქამდე ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების წარმოჩენა საერთაშორისო მედიაპლატფორმებით ხორციელდებოდა, ახლა ის საერთაშორისო ვარსკვლავის ვიდეორგოლების წყალობით მილიონობით ადამიანს გააცნობს ჩვენს ქვეყანას”, - აცხადებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე. ვიდეორგოლის რეჟისორი მარიამ სიჭინავა, ოპერატორი კი ალექს ომიაძეა. მომღერლის ჩაცმულობაზე ბათუმელი დიზაინერი თაკო მექვაბიძე ზრუნავს, რომელმაც თითოეული სამოსი სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნა. ვიდეოგადაღებები რეგიონში დღეს სრულდება. „ჩემთვის აჭარაში ვიდეოგადაღება პირველია. ყველა ზაფხული ბათუმში მაქვს გატარებული. ჩემთვის ბათუმი და შავი ზღვა არის სიხარული”, - ამბობს ქეთი მელუა, რომლისთვისაც საქართველოზე ლამაზი ქვეყანა სხვაგან არსადაა და მას მოლოდინი აქვს, რომ ვიდეორგოლები ძალიან ლამაზი და პოზიტიური გამოვა. საყვარელი მომღერლის აჭარაში გადაღებულ ვიდეორგოლებს, რომელიც მერვე ალბომის ორი სიმღერისთვის იქმნება მაყურებელი ეკრანზე უკვე შემოდგომაზე იხილავს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|



ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)