|
2020-08-07 10:32:39, 2188 ნახვა
რეგიონი
ატენის ხეობაში მცხოვრებ მეღვინეებთან ადგილწარმოშობის ღვინოებთან დაკავშირებული თემატური შეხვედრა გაიმართა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, მთელი საქართველოს მასშტაბით, ღვინის მწარმოებელთა ხელშეწყობის პროექტს ახორციელებს. პროექტი მეღვინეებისთვის სხვადასხვა თემატიკის ტრენინგების ჩატარებას გულისხმობს და მათი შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად. ღვინის მწარმოებელთა ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, შიდა ქართლის რეგიონში, ატენის ხეობაში მცხოვრებ მეღვინეებთან შეხვედრა გაიმართა თემაზე „ადგილწარმოშობის ღვინოები და ხარისხი“. შეხვედრაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა ყურადღება გაამახვილა ვაზის სერტიფიცირებული ნერგების ხელმისაწვდომობაზე და იმ ფინანსურ ინსტრუმენტებზე, რომლითაც სახელმწიფო მეღვინეებს ეხმარება. მეღვინეებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუგზარ სამხარძეც ესაუბრა, რომელმაც ხაზი გაუსვა შიდა ქართლის რეგიონში არსებულ ადგილწარმოშობის უნიკალური ჯიშების შემდგომ გაფართოებსა და გავრცელების საკითხებს, რაც ხელს შეუწყობს რეგიონიში ტურიზმის განვითარებას. შეხვედრის ფარგლებში, სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, სურსათის და ღვინის ეროვნული სააგენტოების წარმომადგენლებმა ვენახის გაშენება-მოვლიდან საბოლოო პროდუქტამდე გასავლელი პროცესი მიმოიხილეს. ადგილობრივმა მეღვინეებმა, რომლებიც „ატენურის“ ღვინის სახეობას აწარმოებენ, სამინისტროს წარმომადგელებისგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია „ატენურის“ მიკროზონის თავისებურებების, ჯიშების ტექნოლოგიური პოტენციალის, მარნის ჰიგიენისა და მოწყობილობების, დაავადებების, ეტიკეტირების, შენახვის პირობების, სერტიფიცირების და ექსპორტის შესახებ. ღონისძიების დასასრულს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზაზე მოყვანილი ყურძნის ქართლის ჯიშების წარდგენა და ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. ატენის ხეობაში გამართულ შეხვედრას ღვინის მწარმოებელი 20-ზე მეტი ადგილობრივი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)