|
2020-08-05 19:05:46, 3041 ნახვა
რეგიონი
თეა წულუკიანმა გარდაბანში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაათვალიერა
უახლოეს ხანში იუსტიციის სახლის 450-ზე მეტი სერვისით სარგებლობა უკვე გარდაბნის მცხოვრებთაც შეეძლებათ. ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, გარდაბანში მშენებარე იუსტიციის სახლის ფილიალი დაათვალიერა და მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. იუსტიციის სახლის გარდაბნის ფილიალის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია გადასული და მომხმარებლის მიღებას მიმდინარე წლის შემოდგომიდან შეუდგება. მინისტრთან ერთად გარდაბნის იუსტიციის სახლის მშენებლობა დაათვალიერეს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა სავალან მირზოევმა. გარდაბნის ფილიალი მეოთხე იუსტიციის სახლი იქნება, რომელიც ქვემო ქართლის რეგიონში გაიხსნება. აღსანიშნავია, რომ რეგიონში, კერძოდ, ქალაქებში – რუსთავში, მარნეულსა და ბოლნისში – უკვე ფუნქციონირებს იუსტიციის სახლის ფილიალები. გარდაბნის იუსტიციის სახლის მშენებლობა არქიტექტორ ლევან კაკაურიძის პროექტით ხორციელდება. შენობის ფართი 1000-მდე კვადრატული მეტრია. ტენდერი გარდაბნის ფილიალის მშენებლობისთვის 2019 წლის აგვისტოში გამოცხადდა, ხოლო მშენებლობა 25 ოქტომბერს დაიწყო. გარდაბნის იუსტიციის სახლი ერთ-ერთია იმ სამი ფილიალიდან, რომლებიც 2020 წლის შემოდგომაზე გაიხსნება. ფილიალში დასაქმდება 17 პირი. მშენებლობა მიმდინარეობს, ასევე, ქარელსა და წყალტუბოში. გარდაბნის იუსტიციის სახლში ქორწინების მსურველი წყვილებისთვის ქორწინების სახლიც განთავსდება. უახლოეს მომავალში ნებისმიერ წყვილს ექნება საშუალება, ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო ცერემონიალის თანხლებით დაგეგმოს დახვეწილი დიზაინის მქონე ქორწინების სახლში, სადაც წყვილებს სპეციალური საქორწინო-სადღესასწაულო დეკორაციით გაფორმებული სივრცე დახვდებათ. 2013 წლიდან დღემდე იუსტიციის სახლებს 12 ახალი ფილიალი შეემატა. 450-ზე მეტი სერვისით სარგებლობა უკვე ზუგდიდის, ფოთის, თიანეთის, ყაზბეგის, ბორჯომის, ლაგოდეხის, ონის, ახალქალაქის, მარტვილის, სენაკის, ხონისა და ბოლნისის მცხოვრებთაც შეუძლიათ. ამჟამად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სულ 24 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს. არსებობის განმავლობაში იუსტიციის სახლისთვის ჩვეული მაღალი სტანდარტით ყველა ფილიალი ერთად 34 მილიონზე მეტ მომხმარებელს მოემსახურა
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)