|
2020-08-02 15:11:23, 13972 ნახვა
სპორტი
TRANSFERMARKT-ზე ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი ახალგაზრდა ფეხბურთელები - ჩაკვეტაძე და კვარაცხელია ლიდერობენ
ჩაკვეტაზე დიდი ხანია მსოფლიომ გაიცნო, ბელგიაში ქართველი შეუდარებელია და მისადმი ინტერესს რამდენიმე წელია ევროპის გრანდები იჩენენ. ბოლოს ჩაკვეტაძის შეძენა იტალიურ კლუბს „რომას“ სურდა, თუმცა ბელგიიდან ქართველის გაშვება არავის უნდა. „რომას“ ინტერესს „გენტში“ ოფიციალურად უპასუხეს - „ჩაკვეტაძე არ იყიდება!“. ქართველზე ისეთი გამოცემები წერდნენ, როგორებიცაა - TUTTO mercato , Whoscored.com , Football Talent Scout და ბელგიის მედიის ინტერესს ქართველი დღემდე იწვევს. ბოლო სეზონია სპორტული მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია ექცევა. კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატში ასპარეზობს და მოსკოვის „ლოკომოტივიდა“ 2019 წელს ყაზანის „რუბინში“ გადავიდა, სადაც ქართველი შეუჩერებელი გახდა. რამდენიმე მატჩი მიყოლებით ის მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა, სეზონის ბოლოს კი გულშემატკივრების რჩეულად და სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს. სეზონის საუკეთესოდ ჩატარების შემდეგ ქართველი ფეხბურთელისადმი ინტერესი გაიზარდა, ევროპის კლუბებმა სურვილი გამოთქვეს კვარაცხელიას გადამირებისა, თუმცა ქართველმა რუსეთში დარჩენის სურვილი გამოთქვა. ამ ეტაპზე ჩაკვეტაძისა და კვარაცხელიას სატრანფერო ფასი TRANSFERMARKT-ზე სამეულშია. „გენტის“ ქართველი შემტევი ყველაზე ძვირად ღირებულია (6.7 მილიონი ევრო), ხოლო კვარაცხელია სამეულში მესამე ადგილზეა (4.5 მილიონი ევრო)
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)