11:02 - 28 Jul, 2026
|
2020-08-02 14:28:45, 2692 ნახვა
საზოგადოება
ბაჩალიაშვილის დედა - კითხვებზე პასუხს ვერ ვღებულობ, საქმის დეტალებს ახლა ეცნობიან, ახალი კამერები აღმოაჩინეს და დღეს უნდა დაათვალიერონ
„კითხვებზე პასუხს ვერ ვღებულობ, საქმის დეტალებს ბოლომ არ გაცნობილან, ახალი კამერები აღმოაჩინეს და დღეს აპირებენ მათ დათვალიერებას“ , - ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის დედამ შსს-დან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ სურს შეხვდეს გიორგი გახარიას. „გუშინ გავრცელებულ ვერსიასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, პასუხები ვერ მივიღე და ამიტომ ეს პასუხები მინდა მივიღო გახარიასგან. მუშაობენ სამსახურის ხაზით. მე განვაცხადე, რომ ეს ჩვეულებრივი მოკვდავის ჩადენილი მკვლელობა რომ ყოფილიყო, აქამდე გამოძიებული იქნებოდა. დამატებითი კამერები აღმოჩნდა, რომლებიც არ უნახავთ და დღეს აპირებენ იმ კამერების აღმოჩენას. საკალმახე „ადმირალთან“ არის რადღაც კამერები და ისინი უნდა დათვალიერდეს“, - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)